14 სექტემბერი 2026,   22:41
ვრცლად
ირანი შეთანხმების მიღწევას დაჩქარებულად და ნებისმიერ ფასად ცდილობს - დონალდ ტრამპი

ირანი შეთანხმების დადებას სასწრაფოდ და ნებისმიერ ფასად ცდილობს - ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მზად არიან, საკითხი განიხილონ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას თავად მიიღებს იმის შესახებ, ჩაერთვება თუ არა ამერიკა მოლაპარაკებებში.

„ჩაგრული და მარცხისთვის განწირული ირანი სასწრაფოდ და ძალიან ცდილობს შეთანხმების მიღწევას. მე გადავწყვეტ, ჩაერთვება თუ არა აშშ - ამის იდეის მიმართ ღია ვართ. მადლობა ამ საკითხით დაინტერესებისთვის!“ - აცხადებს ტრამპი.

დღის ამბები