"ღამის სერენადების" დასკვნითი კონცერტები თბილისში - ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი დედაქალაქში გრძელდება. კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის მოყვარულების წინაშე წარდგნენ ქართველი პიანისტები სანდრო ნებიერიძე და სანდრო გეგეჭკორი.
ხვალ, 18 სექტემბერს კიდევ ერთი მუსიკალური საღამოა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი.