17 სექტემბერი 2026,   23:13
ვრცლად
პოლონეთის პრეზიდენტის გაბედული ხელმძღვანელობის წყალობით, მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის გახსნის მიმართულებით - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის განცხადებით, პოლონეთში ამერიკული არმიის ბაზის გახსნის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული.

მისივე თქმით, თუ ეს განხორციელდება, ბაზის ადგილმდებარეობა ძალიან მალე გახდება ცნობილი:

"შესანიშნავი ახალი ამბავი! ჩემი მეგობრის, პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის გაბედული ხელმძღვანელობის წყალობით, მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის გახსნის მიმართულებით.

თუ ეს განხორციელდება, ბაზის ადგილმდებარეობა ძალიან მალე გახდება ცნობილი. ეს იქნება ისტორიული ნაბიჯი აშშ-სა და პოლონეთს შორის არსებული ჩვენი დიდებული კავშირისთვის. გმადლობთ ამ საკითხისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის,"- წერს დონალდ ტრამპი. 

დღის ამბები