18 სექტემბერი 2026,   23:20
ვრცლად
ვატო შაქარიშვილი: იმ ადამიანებს მაინც მოვუსმინოთ, ვინც შიგნიდან ხედავს რეალურ სურათს და მაქსიმალურად შორს დავიჭიროთ თავი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი ევროკავშირისგან!!!

"ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი საკუთარ "ფეისბუკზე" ბერძენი ევროპარლამენტარის მწვავე გამოსვლის ვიდეოს აზიარებს და პოსტს აქვეყნებს:

"გუშინ, ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის ყოველწლიური გამოსვლა - ხმამაღალი განცხადებები უკრაინის დახმარების შესახებ, კანადის ასოცირებულ წევრად მიპატიჟება და ევროკავშირის ძლევამოსილებაზე საუბარი, ჩაძირვის პირას მყოფი ტიტანიკის სცენას ჰგავდა, როდესაც აღსასრულის მოახლოების მიუხედავად ორკესტრი დაკვრას, მგზავრები კი ცეკვას განაგრძობენ...

ალაგ-ალაგ საღი აზრის ხმაც ისმოდა - რამდენიმე ევროპარლამენტარმა ფონ დერ ლაიენის და მთლიანად ევრობიუროკრატიის დანაშაულები მკაცრად გააკრიტიკეს...
იმ ადამიანებს მაინც მოვუსმინოთ, ვინც შიგნიდან ხედავს რეალურ სურათს და მაქსიმალურად შორს დავიჭიროთ თავი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი ევროკავშირისგან!!!"- წერს ვატო შაქარიშვილი.

დღის ამბები