18 სექტემბერი 2026,   00:12
ვრცლად
ფონდი მესმა სახელოვნებო სივრცეს “MESMA ART SPACE” ხსნის

2026 წლის 18 სექტემბერს, 18:00 საათზე, კულტურის განვითარების ფონდი „მესმა“ გიწვევთ MESMA ART SPACE-ის გახსნის ღონისძიებაზე.

MESMA Art Space წარმოადგენს სახელოვნებო სივრცეს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ფონდის ბენეფიციარებისთვის პროფესიული პლატფორმის შექმნა და მათი შემოქმედებითი საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

MESMA ART SPACE განთავსებულია თბილისის ისტორიულ უბანში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე XIX საუკუნის შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს და თავისი არქიტექტურული ესთეტიკით გამოირჩევა.

ღონისძიება 18:00 საათზე გაიხსნება გამოფენით „ფრაგმენტები“, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თაობის მხატვრების - ვახტანგ მუსხელიშვილის, დიმიტრი ანთაძის, დავით გაგოშიძისა და თალია თოიძის - შემოქმედება.

20:00 საათზე გაიმართება ნიკოლოზ წულუკიძისა და ლელა არაბიძის წიგნის - „ამბები დიმიტრი ყიფიანზე“ - პრეზენტაცია.

საღამოს ფარგლებში ფონდი „მესმა“ დამსწრე საზოგადოებას ახალ, გამორჩეულ ინიციატივასა და სპეციალურ ნომინაციას გააცნობს.

საღამოს მუსიკალურ განწყობას დავით ევგენიძის ცოცხალი კომპოზიციები შექმნის.

მისამართი

დავით აღმაშენებლის გამზირი №139

დღის ამბები