მოსკოვზე, დრონებით, მასშტაბური შეტევა განხორციელდა. არის მსხვერპლი. მედიის ინფორმაციით, თავდასხმამ ლოგისტიკურ ტექნოლოგიურ პარკ "სოფინოსა" და "კაპოტნიას" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.
მოსკოვის მერი ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩაშლა სცადა, თუმცა უშედეგოდ.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა კი თქვა, რომ რეგიონში დრონებით მასშტაბურ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაშავდა.