20 სექტემბერი 2026,   14:59
ვრცლად
NATO მზადაა რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციული თავდასხმისთვის - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე

NATO მზადაა რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციული თავდასხმისთვის, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

მისი თქმით, NATO მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის შესაძლო ესკალაციას უპასუხოს.

რუსეთის "უპასუხისმგებლო ქმედებები" ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში ალიანსის ერთიანობასა და მზადყოფნას "ამოწმებს" და მიზნად ისახავს NATO-ს წევრებს შორის ნდობის შესუსტებას, - აცხადებს NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ და ამბობს, რომ მსგავსი მცდელობები მათ აიძულებს, გააძლიერონ შესაძლებლობები.

"ალიანსი მზად არის, სტრუქტურა მზად არის, ჯარისკაცები და იარაღი მზად არის. ჩვენ მზად ვართ ესკალაციისთვის. თავდასხმის შემთხვევაში, ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ეს მცდელობები ვერ დაგვყოფს. პირიქით, გვაიძულებს, გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და გვხდის უფრო ერთიანსა და მტკიცეს", - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური  ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

მანამდე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მოსკოვმა შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე თვეში, NATO-ს რომელიმე წევრ ქვეყანაში დრონები ან რაკეტები გაუშვას და ამ გზით ალიანსის რეაქცია გამოცადოს.

დღის ამბები