უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, დაძაბულობის ახალი კერები უკვე კონტინენტის სხვადასხვა წერტილში ჩნდება.
ბალტიის ზღვა, პოლონეთის საზღვარი, ლიეტუვის საჰაერო სივრცე - ბოლო დღეებში, რუსეთთან დაკავშირებული სამხედრო და უსაფრთხოების ინციდენტები ევროპის სხვადასხვა წერტილში დაფიქსირდა. დანია რუსულ სამხედრო ხომალდთან მომხდარ სახიფათო ეპიზოდზე საუბრობს, ლიეტუვაში NATO-ს ავიაციამ დრონი ჩამოაგდო, პოლონეთი კი, აღმოსავლეთ საზღვარზე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს.
ამას ემატება კიბერშეტევების, დივერსიებისა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო თავდასხმების შესახებ ბრალდებები. ევროპული ქვეყნების ნაწილი ამ ყველაფერს ცალკეულ შემთხვევებად აღარ განიხილავს და რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ზეწოლის ერთიან სურათზე საუბრობს.
მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს და, თავის მხრივ, ევროპას სამხედრო დაპირისპირებისთვის მზადებაში ადანაშაულებს.
სად გადის ზღვარი ჰიბრიდულ დაპირისპირებასა და პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს შორის, რას პასუხობს კრემლი ევროპის ბრალდებებს და რამდენად შეიძლება ერთი ინციდენტი გახდეს იმ მექანიზმის ამოქმედების მიზეზი, რომლის გამოყენებაც ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დასჭირდა?..
ავტორი: ნათია ჩეხერია