05 ნოემბერი 2026,   12:34
ვრცლად
"ჩვენი ურთიერთობა დიალოგსა და ნდობაზეა დაფუძნებული. თქვენი სასამართლო ხშირად ეყრდნობა ჩვენს სასამართლო პრაქტიკას" - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილეს ულოცავს

საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს ბათუმში. ღონისძიება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გახსნა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

სასამართლოს იუბილე ვიდეო მიმართვით მიულოცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა. მიმდინარეობს ორი პანელი, რომელიც კონსტიტუციურ წესრიგს, ადამიანის უფლებებს და საკონსტიტუციო კონტროლის განვითარების ისტორიას ეხება. სიტყვით გამოდიან ქართველი და უცხოელი მოსამართლეები. 

"გასული სამი ათწლეული საქართველოს ხანგრძლივი კონსტიტუციური ისტორიის უახლესი ეტაპია. თქვენ ხართ კონსტიტუციური წესრიგის და საქართველოში ხელისუფლების დანაწილების სისტემის გარანტები. ჩვენი ევროპული სასამართლო ევროპული მასშტაბით ადამიანის უფლებათა დაცვის საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოადგენს. ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას განვმარტოთ და გამოვიყენოთ კონვენცია როგორც ამ ევროპული საჯარო წესრიგის კონსტიტუციური ინსტრუმენტი.

ჩვენი ურთიერთობა დიალოგსა და ნდობაზეა დაფუძნებული. თქვენი სასამართლო ხშირად ეყრდნობა ჩვენს სასამართლო პრაქტიკას.

ჩვენი სასამართლო დიალოგი, ასევე მოიცავს ცოდნის გაზიარებას უმაღლეს სასამართლოების ფარგლებში რომლის აქტიური წევრიც თქვენი სასამართლო 2017 წლიდან არის. ეს კონსტრუქციული სასამართლო დიალოგი ორივე მხარისთვის სასარგებლოა," - განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა, მათიას გიომარიმ. 

დღის ამბები