აჭარაში, უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობა და შესაბამისი უწყებები კოორდინაციას უწევენ აღდგენითი ღონისძიებების მიმდინარეობას.
ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმში. წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ დაფიქსირებულა. ქობულეთში დატბორილ ქუჩებზე წყლის ამოტუმბვა დასრულებულია. გზების გაწმენდას კი, მუნიციპალიტეტისა და საგზაო დეპარტამენტის ტექნიკა და თანამშრომლები აგრძელებენ. ხელვაჩაურში იწმინდება დამეწყრილი გზის მონაკვეთები.
სტიქიით მიყენებულ ზიანს შესაბამისი კომისიები შეაფასებენ.