25 სექტემბერი 2026,   20:39
ვრცლად
ყურძნის მოსავალი უკვე 3500-მა მევენახემ დააბინავა - კახეთში რთველი ყველაზე აქტიურ ფაზაშია

კახეთში რთველი ყველაზე აქტიურ ფაზაშია - ყურძნის მოსავალი უკვე 3500-მა მევენახემ დააბინავა. ამ დროის მონაცემებით გადამუშავდა 60 ათასი ტონა მოსავალი, აქედან 42 ტონაზე მეტი მაღალი კონდიციის ხარისხიანი ყურძენია.

მხოლოდ ერთ დღეში, გადამუშავდა მიმდინარე რთველის სეზონზე ყველაზე დიდი რაოდენობის - 12 ათას ტონამდე ყურძენი. სახელმწიფო საწარმო მოსავალს 22 ლოკაციაზე იბარებს. ამ ეტაპზე, რთველის საკოორდინაციო შტაბში 500-მდე ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღების პროცესში ეტაპობრივად ერთვებიან.

22 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, დაკორექტირდა ჩასაბარებელი ყურძნის ფასი და შაქრიანობის ზღვარი - მაღალკონდიციური ყურძენი 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის შემთხვევაში ლარი და 50 თეთრია, 19 გრადუსიდან ზემოთ რქაწითელის და სხვა დანარჩენი ყურძნის შემთხვევაში კი ლარი და 30 თეთრი.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ყველა მევენახეს ექნება.
საპროგნოზო მოსავალი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

დღის ამბები