25 სექტემბერი 2026,   19:36
ვრცლად
ნინო წილოსანი: მოხარული ვარ, რომ შევხვდით მილი მეჯლისის სპიკერს, ქალბატონ საჰიბას და მასთან ერთად, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენს ორ პარლამენტს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას და შემდგომ გეგმებს

აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, მათ შორის, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაძლიერებას. 

აზერბაიჯანში ვიზიტის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაიმართა მრავალმხრივი შეხვედრები როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

"ჩვენ გვქონდა მრავალმხრივი შეხვედრები როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ეკონომიკა, განათლება, ახალგაზრდობა, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა - ეს იყო ძირითადი აქცენტები ამ ვიზიტის, თითოეული თემატური მიმართულებით, ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც მინისტრებთან, ასევე საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელებთან.
მოხარული ვარ, რომ შევხვდით მილი მეჯლისის სპიკერს, ქალბატონ საჰიბას და მასთან ერთად, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით ჩვენს ორ პარლამენტს შორის ურთიერთობის მნიშვნელობას და შემდგომ გეგმებს," - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დღის ამბები