26 სექტემბერი 2026,   11:36
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა შეტევები გააფართოვა და უკრაინის მონაცემთა ცენტრებს უტევს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა საჰაერო იერიშები გააფართოვა და მიზანში უკრაინის მონაცემთა ცენტრები და ინტერნეტპროვაიდერები ამოიღო, რათა მოქალაქეებს კავშირი, მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა შეუზღუდოს.

კიევში, ბიზნესცენტრზე მიტანილმა იერიშმა, რომელმაც მონაცემთა ცენტრიც დააზიანა, 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თავდასხმების შედეგად დედაქალაქსა და რეგიონში ათასობით აბონენტს ინტერნეტთან წვდომა შეუწყდა, ზოგიერთი კომპანია კი სერვერებიდან მონაცემების საზღვარგარეთ გადატანას ცდილობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ სამიზნე სწორედ უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოყენებული ობიექტები იყო.

უკრაინული მხარის შეფასებით, მოსკოვი ცდილობს, მოსახლეობას სიცოცხლისთვის აუცილებელი სარაკეტო გაფრთხილებების მიღების შესაძლებლობა მოუსპოს. თავდაცვის სფეროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ადგილობრივი შეფერხებებისა, ქვეყნის ინტერნეტქსელი დეცენტრალიზებულია და სრული გათიშვა მოსალოდნელი არ არის.

დღის ამბები