30 სექტემბერი 2026,   17:19
ვრცლად
"პედაგოგებო, თქვენი წარმატება ჩვენი ბავშვების წარმატებაა, მათი განათლება და განვითარება კი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის მომავლის საფუძველია" - ფოთის მერმა განათლების მინისტრთან ერთად წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ქალაქ ფოთის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან ერთად, ფოთის მუნიციპალიტეტის წარმატებული პედაგოგები და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების აღმზრდელები დააჯილდოვა.

გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ფოთის მერმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, განათლება ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა უწყვეტად გრძელდება.

"ეს იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, განსაკუთრებული მადლობა გვეთქვა ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად ჩვენი ბავშვების განათლებასა და აღზრდაზე ზრუნავენ.
პედაგოგის შრომის მნიშვნელობას ხშირად წლების შემდეგ უფრო კარგად ვიაზრებთ. ერთი სიტყვა, რჩევა, მხარდაჭერა თუ დამოკიდებულება ხშირად დიდ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და მომავალზე. ეს ყველაფერი კი სკოლამდე ბევრად ადრე, საბავშვო ბაღიდან იწყება.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც პედაგოგებისა და აღმზრდელების შრომის დაფასება, ისე მათთვის და ჩვენი ბავშვებისთვის ღირსეული და თანამედროვე საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.

გილოცავთ დღევანდელ აღიარებას და მადლობა თითოეულ თქვენგანს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ემსახურებით.

თქვენი წარმატება ჩვენი ბავშვების წარმატებაა, მათი განათლება და განვითარება კი ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის მომავლის საფუძველია", - აღნიშნა ბექა ვაჭარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

დღის ამბები