აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე გაგრის დაცემის დღეს ეხმაურება. მისი თქმით, ეს დღე პირადად მისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია.
"34 წელი გავიდა ქალაქ გაგრის დაცემის დღიდან. განსაკუთრებულად მტკივნეულია ჩემთვის, პირადად ჩემი ოჯახისთვის. მამაჩემი ამ დღეს შეეწირა საქართველოს ერთიანობას, თუმცა იმ ადამიანების თავგანწირვა, იმ ადამიანების ჩვენი მომავლისთვის თავის დადება ნიშნავს ჩვენთვის პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობას იმისა, რომ ეს ნდობა, რომელიც ჩვენ გვაკავშირებდა ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან, აღვადგინოთ მშვიდობით, მშვიდობის გზით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე დადგება", - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ჯინჭარაძემ.
გაგრის დაცემიდან 34 წელი გავიდა. გაგრაზე შეტევა 1992 წლის 1 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათზე, დაიწყო. ქართული მხარის თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, მტერმა, 2 ოქტომბერს, ქალაქი ალყაში მოაქცია.
სამხედრო მარცხს თან მოჰყვა ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და მასობრივი იძულებითი გადაადგილება.