მთავრობის ადმინისტრაცია ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაციას და ფოტოს ავრცელებს. ნიუ-ორკში ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს იმყოფებოდა. პრემიერმა მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე. გაიმართა ლიდერებთან ორმხრივი შეხვედრებიც.
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მხარე მზადაა, სტრატეგიული პარტნიორობა ახალი ათვლის წერტილიდან დაიწყოს, თუმცა ეს მეორე მხარის მზაობაზეც არის დამოკიდებული.
"პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გაეროში ყოფნის დროს ჰქონდა მას შესაძლებლობა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიწვევით დასწრებოდა მიღებას და ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მოკლედ გასაუბრება ჰქონოდა როგორც პრეზიდენტთან, ასევე უფრო დეტალური გასაუბრებოდა სახელმწიფო მდივანთან.
ჩვენ ასეთი ურთიერთობების დროს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვაფიქსირებთ კიდევ ერთხელ ჩვენს მზაობას, რომ ახალი ათვლის წერტილიდან დაიწყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა.
დანარჩენი დამოკიდებულია მათზე, ვინც უპასუხებს ჩვენს ამ მზაობას, ასე რომ ჩვენ კმაყოფილი ვარ იმ დინამიკით, რომელიც არის ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში.
სამწუხაროდ, ძალიან დააზიანა წინა ადმინისტრაციამ ეს ურთიერთობები და მნიშვნელოვანია, რომ ეს ზიანი აღმოიფხვრას და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.