02 ოქტომბერი 2026,   22:33
ვრცლად
დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები კი მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის - დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთის მუნიციპალიტეტის 16 სოფლის 58 ოჯახში მზის მიკროსადგურები დამონტაჟდა, ასეთი სოციალური პროგრამები მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის, - აცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ ჩიტაური.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს მთიანი რეგიონების საერთო გაძლიერებას.

„ასეთი სოციალური პროგრამები მნიშვნელოვანია მთის მოსახლეობის დამაგრებისთვის, ეს უწყობს მოსახლეობის დაბრუნებას, მთის გაძლიერებას და მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვან პროექტში“, - აღნიშნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, დუშეთის მაღალმთიანი სოფლების 58 ოჯახისთვის მზის მიკრო სადგურების მონტაჟს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი ხორციელდება დასახლებებისთვის, რომელთა მიერთება ცენტრალურ ქსელზე რთული რელიეფის და კლიმატური პირობების გამო ვერ ხერხდება.

დღის ამბები