04 ოქტომბერი 2026,   21:21
ვრცლად
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს - საარჩევნო უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მე-17 უბანი ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაიმე შეფერხებას ადგილი არ ქონია და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გადასატანი ყუთით 29 ამომრჩეველი სარგებლობს. არჩევნები ელექტრონული წესით ტარდება.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.

დღის ამბები