ახმეტის მუნიციპალიტეტში, საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. სოფელ კასრისწყალში ერთი N9 საარჩევნო უბანია გახსნილი. მოსახლეობა საკრებულოში მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი პარტია "ქართული ოცნებიდან".
კენჭისყრის პროცესი ზუსტად 08:00 საათზე, ყველა წესის დაცვით დაიწყო და ხმის მიცემის პროცესი, ტრადიციული მეთოდით, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
საზღვრისპირა სოფელში 270-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. მოქალაქეთა აქტივობა ამ დროისთვის საშუალოა.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის - ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.
"დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის კასრისწყლის ადმინისტრაციულ ერთეულში იმართება შუალედური არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ უკონკურენტოა. აღნიშნული არჩევნებიდან მხოლოდ ერთი კანდიდატია რეგისტრირებული სოფლის მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში აქტივობა მაღალია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ადგილობრივი თვითმმართველობა სარგებლობს მაღალი ნდობით მოსახლეობის მხრიდან," - აცხადებს კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე.