03 ოქტომბერი 2026,   20:29
ვრცლად
"ყველა სივრცეს აერთიანებს გასტრონომიული და მუსიკალური ნაწილი, ასევე, საბავშვო გასართობი აქტივობები" - თბილისობის სახალხო დღესასწაული დედაქალაქის 5 ლოკაციაზე მასშტაბურად აღინიშნება

დღეს თბილისობაა - სახალხო დღესასწაული დედაქალაქის 5 ლოკაციაზე მასშტაბურად აღინიშნება. ვიზიტორებს რიყის პარკი, ორბელიანის მოედანი, ლეღვთახევი, ევროპის მოედანი, მეტეხის ხიდი და გუდიაშვილის მოედანი უმასპინძლებს.

ღონისძიების ტერიტორიაზე ტრადიციულად განთავსებულია სადღესასწაულო დეკორაციები და ინსტალაციები. მოეწყო სამეწარმეო და გასტრონომიული ზონები. ამასთან, დღეს და ხვალ, გაიმართება საბავშვო კონცერტები, გასართობი და სპორტული აქტივობები.

ორივე დღის პროგრამა მუსიკალური საღამოებით და თეატრალიზებული წარმოდგენებით დასრულდება.

"თბილისის მერიის სახელით, ყველას გილოცავთ თბილისობას და ველოდებით წელს უკვე ქალაქის 5 ლოკაციაზე - ორბელიანის მოედანი, რიყის პარკი, ევროპის მოედანი, მეტეხის ხიდი, ლეღვთახევი, აბანოთუბანი და გუდიაშვილის მოედანი. ეს ის წერტილებია, სადაც 2 დღის განმავლობაში, 12:00 საათიდან ღამის 23:00 საათამდე იქნება სხვადასხვა ტიპის აქტივობა. რა თქმა უნდა, ყველა სივრცეს აერთიანებს მთავარი კომპონენტები - გასტრონომიული ნაწილი და მუსიკალური ნაწილი, ასევე, საბავშვო გასართობი აქტივობები. განმასხვავებელი, გამომდინარე ლოკაციებიდან, იქნება მხოლოდ და მხოლოდ მასშტაბი," - განაცხადა თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინუცა ბუცხრიკიძემ.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები