04 ოქტომბერი 2026,   21:21
ვრცლად
ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ პედაგოგებს ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

ბაია კვიციანმა მასწავლებლებს პროფესიისადმი თავდადებისა და მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მან განსაკუთრებით აღნიშნა პედაგოგთა მრავალწლიანი შრომისა და მათი საქმიანობის დაფასების მნიშვნელობა.

ღვაწლმოსილ პედაგოგებს საპატიო სიგელები ასევე გადასცეს პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის, გადაწყვეტილებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.

მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველწლიურად 27 ოქტომბერს, ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

"მათი შრომა განუზომელი და ფასდაუდებელია, ვინაიდან, თითოეული ახალგაზრდას წარმატებაში, წინსვლასა და თავდაჯერებულობაში გამოიხატება. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით მონაწილეობა მივიღო ამ ღონისძიებაში, მივულოცო მათ," - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, ბაია კვიციანმა.

 

 

დღის ამბები