03 ოქტომბერი 2026,   23:36
ვრცლად
არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა - გიორგი კალანდარიშვილი

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კვალიფიციური ადმინისტრირება არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც არჩევნების შეუფერხებლად და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს, - განაცხადა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1 136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,06%-ს შეადგენს.

"არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა - კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა", - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, დღის განმავლობაში, საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები წარდგენილი არაა. "საუბნოს დონეზე, მხოლოდ ერთი საჩივარია წარდგენილი, რომელიც ფოტო-ვიდეო გადაღების წესს უკავშირდება", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის თითოეული არჩევნები არის პასუხისმგებლობა, რომელიც მოითხოვს წინასწარ დაგეგმვას, ორგანიზებას და თითოეულ დეტალზე ყურადღების გამახვილებას, განურჩევლად იმისა, თუ რამდენ მუნიციპალიტეტსა და საარჩევნო უბანზე ტარდება.

"თითოეული არჩევნები, მათ შორის ადგილობრივი დონის შუალედური არჩევნები, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მიერ საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელების თვალსაზრისით და ამ პროცესში ამომრჩეველთა მონაწილეობა არჩევნების დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

შემაჯამებელი ოქმები პლანშეტების საშუალებით იგზავნება ცესკოში, იტვირთება და ხელმისაწვდომია ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების გამოყენებამ, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების ელექტრონული ფორმით გადმოგზავნამ, კვლავ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინფორმაციის ოპერატიულად მიღებასა და შედეგების საზოგადოებისთვის დროულად ხელმისაწვდომობას. ეს მიდგომა, თავის მხრივ, ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობისა და საჯაროობას.

საარჩევნო ადმინისტრაცია მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდებას. ყველა საინფორმაციო ბრიფინგი უზრუნველყოფილი იყო სურდოთარგმანით. დილიდან მუშაობს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, რომლის თანამშრომლები ოპერატიულად რეაგირებდნენ ყველა ზარსა და შეტყობინებაზე. მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს მონაწილეობისთვის და აქტიურობისთვის, ასევე არჩევნების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც აკვირდებოდნენ პროცესის მიმდინარეობას და მედიას, რომელიც დღის განმავლობაში აქტიურად აშუქებდა არჩევნებს.

და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა საარჩევნო ადმინისტრატორებს, რომლებმაც დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამუშაო გასწიეს და საკუთარი საქმიანობა პასუხისმგებლობითა და პროფესიული სტანდარტებით წარმართეს", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

წინასწარ შედეგები:

 

 

 

 

 

დღის ამბები