ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ითიურიძემ 115 ხმა მიიღო.
კენჭისყრაში მონაწილეობა ამომრჩევლის 35%-მა მიიღო მონაწილეობა. შედეგების გამოცხადების შემდეგ ითიურიძემ მოსახლეობას ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
სოფელ კასრისწყალში სულ 272 მოქალაქე იყო რეგისტრირებული და საარჩევნო პროცესი ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობდა.