06 ოქტომბერი 2026,   02:31
ვრცლად
"გალტ ენდ თაგარტი" თვის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს - ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 7.5%-ია

"გალტ ენდ თაგარტი" თვის განახლებულ ეკონომიკურ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 7.5%-ია. მომდევნო თვეებში კი გაცვლითი კურსი კიდევ უფრო დასტაბილურდება. დოკუმენტის მიხედვით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მილიონი დოლარია.

"ტურიზმის შემოსავლები პანდემიის შემდგომ სწრაფად აღდგა, 2022 წელს უკვე 2019 წლის დონეს გადააჭარბა და შემდგომ წლებში ჩვენ ვხედავთ მზარდ დინამიკას. მიმდინარე წლის 8 თვეში ჩვენი შეფასებით, ტურიზმის შემოსავლებმა 3.2 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 1.6%-იანი ზრდა არის. საკმაოდ კარგი ტენდენცია დაფიქსირდა ივლისსა და აგვისტოში, ჩვენი შეფასებით წლიურად ტურიზმის შემოსავლები ივლისში 7.1%-ით გაიზარდა და აგვისტოში 8.8%-ით. რეკორდული მაჩვენებელი იყო აგვისტოში 695 მილიონი დოლარი, ეს არის ჩვენი შეფასება. პროგნოზი არის ის, რომ ტურიზმის შემოსავლები მიმდინარე წელს 4.9 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს", - განაცხადა "გალტ ენდ თაგარტის" მთავარმა ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ.

 

 

 

დღის ამბები