08 ოქტომბერი 2026,   07:43
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - აბსოლუტურად ტრაგიკომიკური იყო ის კამპანია, რომელიც აწარმოეს ე.წ. კამიტთან დაკავშირებით, BBC ჩართეს თავიდან ამ სიცრუის დალაგებაში და შემდეგ მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ დააორგანიზეს, ამ კამპანიის საწარმოებლად, მაინც ჩაუვარდათ

აბსოლუტურად ტრაგიკომიკური იყო ის კამპანია, რომელიც აწარმოეს ე.წ. კამიტთან დაკავშირებით და მაინც არ ეპუებიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ბიბისი“ ჩართეს თავიდან ამ სიცრუის დალაგებაში და შემდეგ მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ დააორგანიზეს, დაამობილიზეს ამ კამპანიის საწარმოებლად

„სამარცხვინო იყო, ტრაგიკულიც, კომიკურიც, სასაცილოც ყველა ეპითეტი შეგვიძლია გამოვიყენოთ ამასთან დაკავშირებით, მაინც ვერ ელევიან ამ საქმეს. „ბიბისიდან“ დაიწყეს, ყველაზე ტრაგიკული და სამარცხვინო ეს არის, რომ „ბიბისი“ ჩართეს თავიდან ამ სიცრუის დალაგებაში და შემდეგ მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ დააორგანიზეს, დაამობილიზეს ამ კამპანიის საწარმოებლად. მაინც ჩაუვარდათ, თუთიყუშის დონემდე დავიდა ეს კამპანია, მაინც ვერ ელევიან და აგრძელებენ საუბარს ამ თემაზე, რაც სამარცხვინო და ტრაგიკულია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები