საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. განათლების სისტემის რეფორმის მოთხოვნით, ქუჩაში 250 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა.
მიმდინარეობს შეტაკებები. პოლიცია და ჟანდარმერია სპეციალურ საშუალებებს - რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ აირს, წყლის ჭავლსა და ხელკეტებს იყენებს.
აქციის მონაწილეთა ნაწილი კი, ძალოვნების მიმართულებით ქვებსა და პიროტექნიკას ისვრის. პროტესტის დაწყებიდან დღემდე სამართალდამცველებმა 6 500-მდე პირი დააკავეს, უმეტესობა არასრულწლოვანია.
სხვადასხვა, მათ შორის მძიმე დაზიანება მიიღო ასობით მოქალაქემ. შეფერხებულია სასწავლო პროცესი, ქვეყანაში დახურულია 1 000-ზე მეტი სკოლა.