08 ოქტომბერი 2026,   22:13
ვრცლად
რობერტ ფიცო: ევროპარლამენტში ტრამპის შიშველი ქანდაკების გამოფენა ევროკავშირის დეგრადაციის ნიშანია

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ევროპარლამენტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატირული ქანდაკების აღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს ინსტალაცია "მთელი ევროკავშირის დეგრადაციის ნიშანია".

სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ფიცო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი ტრამპის ყველა პოლიტიკას არ ეთანხმება, "ოფიციალურ შენობებში ჩვენი პარტნიორების შეურაცხყოფა აჩვენებს იმ ეპოქის ღრმა გაუგებრობას, რომელშიც ვცხოვრობთ".

"სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა, თავის სიბრმავეში, ვეღარ არჩევს ერთმანეთისგან განსხვავებული აზრის ქონის ლეგიტიმურ უფლებასა და სულიერად გაკოტრებული ინდივიდების, ავანტიურისტებისა და გიჟების ქმედებებს", - წერს ფიცო და დასძენს - დაუშვებდა თუ არა პარლამენტი საფრანგეთის პრეზიდენტის ან გერმანიის კანცლერის მსგავს გამოსახულებებს.

ქანდაკება, სახელწოდებით "ნარინჯისფერი ჭირი" (The Orange Plague), სტრასბურგში, ევროპარლამენტის შენობაში დანიელმა მხატვარმა იენს გალშიოტმა სამშაბათს წარადგინა. 2.6 მეტრის სიმაღლის ნამუშევარი ასახავს ოქროს ფოლგით დაფარულ, შიშველ ტრამპს, რომელიც მომცრო ტანის ადამიანის მხრებზე ზის და ხელში გოლფის ჯოხი და მართლმსაჯულების სასწორი უჭირავს. ნამუშევარს ახლავს წარწერა: "მე ადამიანის ზურგზე ვზივარ. ის ჩემი ტვირთის ქვეშ იძირება".

 

დღის ამბები