08 ოქტომბერი 2026,   20:07
ვრცლად
ვფიქრობთ, სახელმწიფო ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამს - დავით მათიკაშვილი თამაზ ელიზბარაშვილის მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნაზე

"ვფიქრობთ, სახელმწიფო ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამს", - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც თამაზ ელიზბარაშვილის მიერ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნას გამოეხმაურა.

როგორც დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, დანაშაულის არ აღიარების შემთხვევაში პირს ჰუმანურ მიდგომაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს.

"კარგია, როცა დანაშაულის აღიარება წინ უსწრებს სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პირისადმი ჰუმანურ მიდგომას. როდესაც არ აღიარებ დანაშაულს, სამართლებრივ ჭრილში, ჰუმანურ მიდგომაზეც არ უნდა გქონდეს პრეტენზია. ამ შემთხვევაში, ეს არის სამართლებრივი დავა და ამ სამართლებრივი დავის ჭრილში ვხედავთ აღიარებას, ასევე, ვფიქრობთ სახელმწიფო ადეკვატურ ნაბიჯს გადადგამს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს. განცხადება სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა და მასში ელიზბარაშვილი "TV იმედის" თანამშრომლების მიმართ მუქარას აღიარებს.

ამ დრომდე კი ელიზბარაშვილი წარდგენილ ბრალდებას აბსურდულს უწოდებდა და კატეგორიულად აცხადებდა, რომ არ აღიარებდა იმ დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია. დღეს კი მისი ადვოკატი ამბობს, რომ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს.

დღის ამბები