08 ოქტომბერი 2026,   20:07
ვრცლად
იზმირში მოსახლეობა ქალაქის მერის მიერ ოპოზიციური პარტიის დატოვებასა და ერდოღანის მმართველ პარტიაში გადასვლას აპროტესტებს

თურქეთის ქალაქ იზმირში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის მერის, ჯემილ თუგაის მიერ ოპოზიციური პარტიის დატოვებას და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველ პარტიაში გადასვლას აპროტესტებს.

პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს იზმირის კულტურის სფეროს წარმომადგენლებმაც. მერის გადაწყვეტილებას ოპოზიციური პარტიის ადგილობრივი ლიდერებიც აკრიტიკებენ.

აქციის პარალელურად, პოლიციამ იზმირის მთავარ მოედნებზე ბარიკადები აღმართა, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანები და სპეცრაზმი.

დღის ამბები