08 ოქტომბერი 2026,   20:05
ვრცლად
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს, 24:00 საათზე სრულდება. აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე vet.ge-ზე შეუძლიათ.

2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის გაიზარდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შეთავაზებული ადგილების რაოდენობაც. ქვეყნის მასშტაბით, აპლიკანტებისთვის ჯამში 22 317 ადგილია განსაზღვრული, რაც პროფესიული განათლების მიღების მსურველებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ მათთვის სასურველი პროფესია და შესაბამისი პროგრამა.

2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიული განათლების მიღება ქვეყნის მასშტაბით 80 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

აპლიკანტებისთვის ხელმისაწვდომია 590 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის, 40 ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგებსაც მოიცავს.

რეგისტრაციისას აპლიკანტს შესაძლებლობა აქვს, აირჩიოს არაუმეტეს 3 სასურველი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეცვალოს არჩევანი.

დღის ამბები