08 ოქტომბერი 2026,   20:56
ვრცლად
ლეჩური-ომალოს მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 (ლეჩური-ომალო) მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ11 (ფშაველი-ლეჩური) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დღის ამბები