12 ოქტომბერი 2026,   09:27
ვრცლად
კახეთში მიმდინარე რთველში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მოხალისეები ჩაერთნენ

კახეთში მიმდინარე რთველში "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მოხალისეები ჩაერთნენ.

60 ახალგაზრდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩავიდა და იმ ოჯახებს დაეხმარა, ვინც მოსავლის აღებას საკუთარი ძალებით ვერ ახერხებდა.

რთველში მოხალისეობის აქციამ უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო და მასში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც ჩაერთნენ.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია გლეხის შრომა დაფასებული იყოს.

"გლეხის შრომა არის უმნიშვნელოვანესი. მათი შრომა უნდა იყოს დაფასებული. ჩვენ, ახალგაზრდები მზად ვართ ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ მათ არა მარტო რთველში, არამედ ყველა ნებისმიერ საქმეში", - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.

დღის ამბები