12 ოქტომბერი 2026,   12:46
ვრცლად
საერთაშორისო მედიის ცნობით, "ენერგეტიკული ზავის" მისაღწევად ვაშინგტონი რუსეთთან და უკრაინასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

სულ მცირე, ოთხი ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები ემსხვერპლნენ რუსეთის მასშტაბურ იერიშს ხარკოვზე. დაშავებულია ათობით ადამიანი. ავიაბომბებით შეტევა იყო ხარკოვის საცხოვრებელ სექტორზე - დაზიანებულია 30-ზე მეტი შენობა და რამდენიმე ათეული ავტომობილი.

იერიშები იყო ხარკოვში მდებარე თბოელექტროცენტრალზეც. პარალელურად, სამი სამხედრო ემსხვერპლა დრონებით შეტევას ივანო-ფრანკივსკში.

ხარკოვზე აღნიშნულ იერიშს წინ უძღოდა რუსეთს და უკრაინას შორის "ენერგეტიკული ზავის" ამოქმედების შესახებ ტრამპის განცხადება.

საერთაშორისო მედიის ცნობით, შეთანხმების მისაღწევად ვაშინგტონი ორივე სახელმწიფოსთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეზღუდვას განიხილავს; მიზანი, კიევის იძულებაა, რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები შეაჩეროს.

პარალელურად, The New York Times-ის ცნობით, აშშ მოსკოვს ზავის სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს. საუბარია მილიარდობით დოლარის ღირებულების გაყინული აქტივების განბლოკვაზე.

ოფიციალური კიევი გამოთქვამს მზადყოფნას, შეასრულოს პირობები იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშებს შეწყვეტს.

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება ტრამპის განცხადებას, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი მისი შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან 60-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფის შემთხვევაში, უკრაინა მზად არის, საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატაროს.

დღის ამბები