13 ოქტომბერი 2026,   11:01
ვრცლად
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს უმასპინძლა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა.

დელეგაციების შემადგენლობაში იყვნენ:

ალექსანდრიის საპატრიარქო: მარეოტის ეპისკოპოსი დამასკინოსი (საპატრიარქო ვიკარიუსი).

ანტიოქიის საპატრიარქო: ფილიპოპოლის მიტროპოლიტი ნიფონი.

კვიპროსის სამთავარეპისკოპოსო: კიტიონის მიტროპოლიტი ნექტარიოსი და ბატონი მაიკლ სპირუ.

ელადის სამთავარეპისკოპოსო: დიმოტიხის, ორესტიადისა და სუფლის მიტროპოლიტი დამასკინოსი და ბატონი ალექსანდრე პაპაიოანუ.

პოლონეთის სამიტროპოლიტო: სუპრასლის ეპისკოპოსი ანჟეი (ბორკოვსკი) და დეკანოზები: ჰენრიკ პაპროცკი და იაროსლავ იუზვიკი.

უკრაინის სამიტროპოლიტო: ტერნოპოლისა და კრემენეცის მიტროპოლიტი სერგი; ტერნოპოლის ეპარქიის ვიკარიუსი, პოჩაევის სასულიერო სემინარიის რექტორი, შუმსკის მთავარეპისკოპოსი იობი; დეკანოზი ვასილ ვოზნიუკი და დიაკონი მაქსიმ სავჩუკი.

სტუმრებმა მის უწმინდესობას კათოლიკოს-პატრიარქად არჩევა კიდევ ერთხელ მიულოცეს, ქვეყნისადმი სიყვარული კიდევ ერთხელ დაადასტურეს  და ხაზი გაუსვეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობას მართლმადიდებელ სამყაროში.

შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

დღის ამბები