13 ოქტომბერი 2026,   10:45
ვრცლად
სპორტის მინისტრმა საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობა მიულოცა

სპორტის მინისტრმა საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონობა მიულოცა. თბილისში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე - საქართველოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი, ქართველმა პარაძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს. მსოფლიოს ჩემპიონობა საბა ბაღდავაძემ და ლევან გუგავამ იზეიმეს. პარაძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში პირველად ჩატარდა.

საქართველოს სპორტის მინისტრის, შალვა გოგოლაძის განცხადებით, ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს გარდა, პარაძიუდოისტებმა, საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვეს გუნდური მსოფლიო ჩემპიონობა.

"სპორტის სამინისტროში შევხვდით ჩვენ გმირ პარაძიუდოისტებს, რომლებმაც თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში, მათ პირველად მოიპოვეს გუნდური მსოფლიო ჩემპიონობაც. დღეს ჩვენ გვყავს ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები - ჩვენი გმირი პარაძიუდოისტები", - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

დღის ამბები