16 ოქტომბერი 2026,   21:08
ვრცლად
შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე, არამედ ზიანს აყენებს ევროკავშირს - ეკა სეფაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით რომში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მონაწილეობს. დღეს მას საშუალება ექნება სიტყვით მიმართოს - ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს და პარლამენტის წევრებს.

ასევე, კონფერენციის ფარგლებში დღესვე დაგეგმილია შეხვედრებიც.

"გრძელდება შეხვედრები კონფერენციის ფარგლებში და დღეს პარლამენტის სპიკერს, შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ფართო საზოგადოებას, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს და პარლამენტის წევრებს მიმართოს სიტყვით და გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე, არამედ ზიანს აყენებს, ზოგადად, ევროკავშირის განვითარების პერსპექტივას, ასევე, ცალკეული ევროპული ქვეყნების განვითარებას და, ზოგადად, წარმოადგენს საერთო გამოწვევას," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა.

შეგახსენებთ, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო კონფერენციაზე სიტყვით უკვე გამოვიდა და განაცხადა, რომ არცერთი საერთაშორისო რეზოლუცია არ უნდა არღვევდეს საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპს. გააკრიტიკა ბრიუსელის ბიუროკრატიული მიდგომები და აღნიშნა, რომ გაცილებით ეფექტურია ცალკეულ ქვეყნებთან პირდაპირი დიალოგი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვიზიტის ფარგლებში გამართა ორმხრივი შეხვედრებიც.

დღის ამბები