17 ოქტომბერი 2026,   00:51
ვრცლად
სტამბოლში წყალდიდობით გამოწვეული მსხვერპლი გაიზარდა - სამძებრო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე  გრძელდება, გაუქმდა და გადაიდო ასობით ავიარეისი

სტამბოლში სამძებრო სამაშველო ოპერაცია გრძელდება, გაზრდილია წყალდიდობით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 3 ადამიანი, მათ შორის 14 წლის მოზარდი, რომელსაც გუბეში დენმა დაარტყა, 5 მოქალაქე ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

მაშველებმა სტიქიის ზონიდან 600-მდე მოქალაქე გამოიყვანეს. დაიტბორა ათასობით შენობა, ქალაქის თხუთმეტ სხვადასხვა ლოკაციაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. ქალაქის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ნიაღვარმა წაიღო ათობით ავტომობილი. ორი დღის განმავლობაში სტამბოლის ორივე აეროპორტში ჯამში 140-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა და 1 800-ზე მეტი გადაიდო.

ქალაქში ორშაბათამდე დაიხურა ყველა სკოლა. ხელისუფლება მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, შაბათ-კვირას კი ისევ ძლიერი წვიმას ელოდებიან.

დღის ამბები