საბურთალოს რაიონში, ვაშლიჯვარში, ვალენტინ თოფურიძის N19-ში, ფერდის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაობი დასრულდა.
კედლის გამაგრების სამუშაოები 9 მეტრ სიმაღლესა და 56 მეტრ სიგანეზე განხორციელდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ფერდის ჩამოშლის საშიშროება სამი საცხოვრებელი კორპუსისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
პროექტის ღირებულებამ, დაახლოებით, 800 000 ლარი შეადგინა.
დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი გაეცნენ.