16 ოქტომბერი 2026,   17:00
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იუნესკოს გენერალურ დირექტორს ხალედ ელ-ენანის შეხვდა

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იუნესკოს ნაყოფიერ თანამშრომლობაზე და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილია და მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იუნესკოსთან პარტნიორობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების დაცვის საქმეში.

შეხვედრის დასასრულს, ირაკლი კობახიძემ იუნესკოს გენერალური დირექტორი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

დღის ამბები