ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგებიან უკრაინისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაფინანსების ერთმანეთთან დაკავშირებას და მისი შეფასებით მთავარი მიზანი მშვიდობისთვის ბრძოლა უნდა იყოს.
"არ ვეთანხმებით შემოთავაზებას, რომ უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დაფინანსებას დაუკავშირდეს. უპირველეს ყოვლისა, უნდა გვქონდეს მკაფიო მიზანი და ვიბრძოლოთ მშვიდობისთვის. დაუშვებელია ეს ომი გაგრძელდეს და ჩვენ არაფერს ვაკეთებდეთ," - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა.
ცნობისთვის, ბრიუსელში ევროკავშირის საგანგებო სამიტი უშედეგოდ დასრულდა - 12-საათიანი განხილვის შემდეგ, ლიდერებმა 2028-2034 წლების ბიუჯეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ხარჯების შემცირების მომხრე ოთხმა ქვეყანამ, მათ შორის დანიამ და ავსტრიამ, მოლაპარაკების მაგიდა დატოვა. ბლოკი ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაიყო: საფრანგეთი და იტალია ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ, გერმანია და მისი მოკავშირეები კი - ხარჯების შემცირებასა და თანხების დაზოგვას.
ჩიხშია უკრაინისთვის 45 მილიარდ-ევროიანი სესხის საკითხიც - წინადადებას უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი ეწინააღმდეგებიან.