20 ოქტომბერი 2026,   17:40
ვრცლად
პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფის მოთხოვნით მიმართა

საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით შუამდგომლობით მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის შეფასების ცალკე საქმედ გამოყოფისა და განხილვის მოთხოვნით, - ამის შესახებ პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა.

ბერდია სიჭინავას თქმით, პარტია საკონსტიტუციო განხილვაში მონაწილეობას მიიღებს.

"მიგვაჩნია, რომ განსხვავებული პოლიტიკური პარტიების კონსტიტუციურობის შემოწმების საკითხის ინდივიდუალურად განხილვა ის მინიმუმი სამართლებრივი ვალდებულება და სტანდარტია, რაც ფორმალურად მაინც უნდა შესრულდეს.

ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით ბრძოლის ყველა კონსტიტუციურ ველზე, ახლაც იმავეს ვაპირებთ. საკონსტიტუციო სასამართლოში გასამართ პროცესში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მივიღებთ", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, ხვალიდან საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის კონსტიტუციური სარჩელის განხილვას იწყებს. 5 პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის საკითხთან დაკავშირბეით, 88 დეპუტატის სარჩელს ოთხი კანონმდებელი, არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი წარადგენენ.

დღის ამბები