22 ოქტომბერი 2026,   17:29
ვრცლად
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია, მსოფლიო პატრიარქის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით, სტამბოლში იმყოფება

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ლოცვა-კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კონსტანტინოპოლისა – ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის, მისი ყოვლადუწმინდესობის, ბართლომეოს I-ის აღსაყდრების 35 წლისთავთან დაკავშირებით სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში იმყოფება.

"დელეგაციის შემადგენლობაში არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

ამა წლის 21 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები შეხვდნენ მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს, მიულოცეს აღსაყდრების 35 წლის იუბილე და გადასცეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის მისალოცი წერილი.

შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა", - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები