"ვარდისფერი ოქტომბრის" - ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გორში გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავს ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ხელშეწყობას, პრევენციული გამოკვლევების წახალისებასა და საზოგადოებაში იმ მნიშვნელოვანი გზავნილის გავრცელებას, რომ დაავადების დროული გამოვლენა მკურნალობის წარმატების შანსებს ზრდის.