26 ოქტომბერი 2026,   14:35
ვრცლად
"რუსეთთან ტრადიციულ პარტნიორობას შევინარჩუნებთ... რაც შეეხება სანქციებს, მას ეფექტიანად არ მივიჩნევთ, ამიტომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს არ დავაწესებთ" - სერბეთის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში სტუდენტურმა ოპოზიციურმა სიამ გაიმარჯვა, ალექსანდრ ვუჩიჩის პოლიტიკურმა ძალამ მარცხი აღიარა. წინასწარი შედეგების მიხედვით, "სტუდენტური სია" 50%-ზე მეტით ლიდერობს, მოქმედი პრეზიდენტის პარტიამ კი ხმების დაახლოებით 40% მიიღო.

გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ასევე ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

"რუსეთთან ტრადიციულ პარტნიორობას შევინარჩუნებთ, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოში თანამშრომლობისა და სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხებზე.

რაც შეეხება სანქციებს, მას ეფექტიანად არ მივიჩნევთ, ამიტომ რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებს არ დავაწესებთ.

რუს და უკრაინელ ხალხებთან კარგ ურთიერთობებს შევინარჩუნებთ და ვიმუშავებთ საომარი მოქმედებების დასრულებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის.

ასევე, ვიბრძოლებთ კოსოვოსა და მეტოქიის სერბეთის შემადგენლობაში შენარჩუნებისთვის, შევეწინააღმდეგებით ე.წ. კოსოვოს რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებას და არ დავუშვებთ მის საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები