01 ნოემბერი 2026,   18:39
ვრცლად
დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის პირობა დაასახელა.

მისი თქმით, უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ევროპის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყვნენ, მაგრამ არა რუსეთის მიმართ ამჟამინდელი მიდგომით.

პესკოვმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპის ამჟამინდელი მიდგომა, რომელიც რუსეთის დამარცხების აუცილებლობას ემხრობა, მასთან მოლაპარაკებებს შეუძლებელს ხდის.

"ეს ძალიან რთული სიტუაციაა. ერთი მხრივ, ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყვნენ. მაგრამ რაში გვჭირდებიან ისინი იქ, ამ მიდგომით? ეს უსარგებლოა. სწორედ ამიტომ არ არიან ისინი ახლა იქ", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

დღის ამბები