01 ნოემბერი 2026,   21:23
ვრცლად
ფრანგული კინოკლასიკა თბილისში - საფრანგეთის სინემათეკის წარმომადგენელი პოლინ დე რეიმონი საქართველოს პირველად ეწვია

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მოწვევით, საქართველოს პირველად ეწვია საფრანგეთის სინემათეკის წარმომადგენელი და პროგრამების კურატორი პოლინ დე რეიმონი.

თბილისის საარქივო ფილმების V საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, პოლინ დე რეიმონმა ქართველ მაყურებელს ფრანგული კინოკლასიკა წარუდგინა. თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებთან.

ფესტივალის გახსნაზე წარმოდგენილი იყო კინემატოგრაფიის ცენტრის მიერ აღდგენილი ორი ქართული ფილმი. თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის "მაგდანას ლურჯა" და ალექსანდრე რეხვიაშვილის "XIX საუკუნის ქართული ქრონიკები."

დღის ამბები