01 ნოემბერი 2026,   21:21
ვრცლად
საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, საპროტესტო აქციების დროს ჟანდარმის მისამართით "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა მკვლელობის მცდელობად შეაფასა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, საპროტესტო აქციების დროს ჟანდარმერიის თანამშრომლის მისამართით "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა მკვლელობის მცდელობად შეაფასა.

ბრუნო რეტაიოს თქმით, შემთხვევის შედეგად სამართალდამცველი მხოლოდ მსუბუქად დაშავდა.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა, მარინ ლე პენმა („ეროვნული გაერთიანება“) და ბრუნო რეტაიომ („რესპუბლიკელები“), რომელიც ქვეყნის ყოფილი შსს მინისტრია, მომხდარი "მიუღებელ ქმედებად" შეაფასეს.

მედიის ცნობით, პოლიტიკოსებმა განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ესვრიან სამართალდამცველს "მოლოტოვის კოქტეილს" პარიზში გამართული დემონსტრაციისას.

"ამ თავდასხმის ჩამდენი პირები უნდა იპოვონ და უმკაცრესად დაისაჯონ", - დაწერა მარინ ლე პენმა სოციალურ ქსელ X-ზე და სამართალდამცველებს მობილიზებისა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

"ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. ეს მკვლელობის მცდელობაა", - დაწერა ბრუნო რეტაიომ.

დღის ამბები