4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორებმა, მურთაზ ზოდელევამ და ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.
ისინი ციხიდან რამდენიმე წუთის წინ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოვიდნენ. მსჯავრდებულებმა დანაშაული აღიარეს და მოინანიეს.
საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მურთაზ ზოდელავამ თქვა, რომ ის საკუთარ თავს პოლიტიკაში ვეღარ ხედავს.
საპროცესო შეთანხმებით რამდენიმე დღეში გათავისუფლდებიან ირაკლი ჩხვირკვია, გური ჟვანია, ზურაბ ჭავჭანიძე, ანტონ ვარდანიძე და ნანა სანდერი.