04 ნოემბერი 2026,   09:32
ვრცლად
კახა კალაძე ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს: შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ

თბილისის მერია სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საკითხს დეტალურად შეისწავლის და მათ შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი დაზარალებულ მოქალაქეებს პრობლემების პირისპირ არ დატოვებს. კალაძის განმარტებით, მას ამ თემაზე საუბარი პრემიერ-მინისტრთან უკვე ჰქონდა და საკითხის მოკვლევის მიზნით, დაზარალებულებთან კომუნიკაცია დაუყოვნებლივ დაიწყება.

ძლიერი ხანძარი ე.წ. გადასასვლელ ხიდზე ერთ-ერთ მაღაზიაში ორი დღის წინ გაჩნდა და მალევე სხვა ობიექტებზეც გავრცელდა.

"მე მქონდა პრემიერ-მინისტრთან საუბარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და პრემიერმა დაგვავალა, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი. შესაბამისად, ვიცე-მერი ბატონი გიორგი ტყემალაძე მზად არის შეხვდეს საინიციატივო ჯგუფს, ამ ადამიანებს, მოვუსმინოთ, მოგისმინოთ და დავიწყოთ დეტალური მოკვლევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები