05 ნოემბერი 2026,   08:21
ვრცლად
კომუნიკაციების კომისიამ გორის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან და მეთოდისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მედიაწიგნიერების დანერგვა იწყება სკოლამდელ განათლებაში - კომუნიკაციების კომისიამ გორის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან და მეთოდისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავარი აქცენტი ადრეული ასაკიდანვე ბავშვების მედიაწიგნიერების უნარების განვითარებაზე გაკეთდა.

ComCom-ის წარმომადგენლებმა პედაგოგებს სპეციალური, ქართულად ადაპტირებული გზამკვლევი წარუდგინეს, რომელიც ბაღებისთვის პრაქტიკულ აქტივობებსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს აერთიანებს.

"სკოლამდელი განათლების მიმართულებით კომისიამ თარგმნა ქართულ ენაზე და ადაპტირება მოახდინა ფინური სახელმძღვანელოს და გზამკვლევის, რომელიც ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, მშობლებისა და აღმზრდელებისთვის წარმოადგენს სახელმძღვანელოს და საუკეთესო რესურსსა და მაგალითს, თუ როგორ შეიძლება მედიაწიგნიერების უნარების და ციფრული წიგნიერების, შესაბამისი ციფრული უნარების დანერგვა ადრეული ასაკის ბავშვებში", - აცხადებს ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ დახუნდარიძე.

დღის ამბები